суббота, 19 июля 2014 г.

მოდული 8

ფოსტის დისკზე მოთავსებული პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე გავაზიარე ბლოგზე, დავამატე სურათები. ბლოგზე ჩავსვი პროექტის პრეზენტაციის დოკუმენტი და მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრის ნიმუში. ბლოგზე დავამატე გაჯეტები პირადი ინფორმაციის, საიტის სტუმრების და გამოკითხვის შესაბამისად.




მოდული 7

გეგმაზე დეტალურად ვიმუშავე, დაწვრილებით გადმოვეცით პროექტის მსვლელობა. პროექტის პორტფოლიოს დასრულებული საქაღალდე გადავიტანე ფოსტის დისკზე.


მოდული 6

ამ მოდულში ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და მოვძებნეთ გზები,თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ  დავალებები ყველა ტიპის მოსწავლისათვის.სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მივეცი ნება ,თვითონ აერჩიათ პროექტზე მუშაობის  მეთოდი და საშუალებები.მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწრების მოსწავლეები არ იქნებიან შეზღუდული  თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნებაში. 

მოდული 5

მე-5 მოდულში ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე.გავეცანი შეფასების რუბრიკების ნიმუშებს,ერთმანეთს გავუზიარეთ ვერსიები,შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებიდა შევქმენით შეფასების ფორმები.

მოდული 4

დავიწყეთ მოსწავლის ბუკლეტის ნიმუშის შექმნა .ჯერ გავეცანი მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს , გავითვალისწინე ჩემი პროექტისათვის შესაფერისი ფორმა , ინტერნეტში მოვძებნე შესაფერისი სურათები და და შევქმენი მოსწავლის ნამუშევრის ბუკლეტი.


მოდული 3

ამ მოდულში ვიმუშავეთ ბლოგში,კერძოდ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებასა და გამოქვეყნებაზე. წიგნიდან გავეცანი სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელს-პრეზენტაციას. 

суббота, 12 июля 2014 г.

მოდული 2

მეორე მოდულზე მუშაობა დავიწყეთ იმით, რომ თითოეულმა მასწავლებელმა აირჩია სამუშაო პროექტი. შემდეგ მოვძებნეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. დავიწყე გეგმის შევსება: ჩამოვაყალიბე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები, პროექტის მიზანი და შედეგები, ესგ-დან ამოვიღე საგნის შესაბამისი სტანდარტი, სახელმძღვანელოდან ამოვკრიბე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდა შევმქმენი მოკლე საპრეზენტაციო დოკუმენტი.