суббота, 19 июля 2014 г.
მოდული 6
ამ მოდულში ვიმუშავეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და
მოვძებნეთ გზები,თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ დავალებები ყველა ტიპის მოსწავლისათვის.სპეციალური
საჭიროებების მქონე მოსწავლეებს მივეცი ნება ,თვითონ აერჩიათ პროექტზე მუშაობის მეთოდი და საშუალებები.მაღალი აკადემიური მოსწრების
მოსწრების მოსწავლეები არ იქნებიან შეზღუდული
თავიანთი შესაძლებლობების გამომჟღავნებაში.
მოდული 5
მე-5 მოდულში ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების
რუბრიკაზე.გავეცანი შეფასების რუბრიკების ნიმუშებს,ერთმანეთს გავუზიარეთ ვერსიები,შეფასების
პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობებიდა შევქმენით შეფასების ფორმები.
მოდული 4
დავიწყეთ მოსწავლის ბუკლეტის ნიმუშის შექმნა .ჯერ გავეცანი
მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშებს , გავითვალისწინე ჩემი პროექტისათვის შესაფერისი
ფორმა , ინტერნეტში მოვძებნე შესაფერისი სურათები და და შევქმენი მოსწავლის ნამუშევრის
ბუკლეტი.
მოდული 3
ამ მოდულში ვიმუშავეთ ბლოგში,კერძოდ ინტერნეტში ინფორმაციის
მოძიებასა და გამოქვეყნებაზე. წიგნიდან გავეცანი სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის
მოდელს-პრეზენტაციას.
суббота, 12 июля 2014 г.
მოდული 2
მეორე მოდულზე მუშაობა დავიწყეთ იმით, რომ თითოეულმა მასწავლებელმა აირჩია სამუშაო პროექტი. შემდეგ მოვძებნეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი. დავიწყე გეგმის შევსება: ჩამოვაყალიბე ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები, პროექტის მიზანი და შედეგები, ესგ-დან ამოვიღე საგნის შესაბამისი სტანდარტი, სახელმძღვანელოდან ამოვკრიბე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდა შევმქმენი მოკლე საპრეზენტაციო დოკუმენტი.
воскресенье, 6 июля 2014 г.
მოდული 1
დღეს,21 ივნისს,ტრეინინგის პირველ დღეს სასიამოვნოდ მოსაუბრე ტრენერმა გაგვაცნო ელექტრონული წიგნის მასალები.შევქმენი ჩემი საფოსტო მისამართი.
გავეცანით პროექტის ჩარჩოს და შევქმენით 6 საქაღალდე,რომლებსაც დავარქვი თავისი სახელები.
საქაღალდეებში შევიტანეთ მასალები ელექტრონული სახელმძღვანელოდან.ისინი გამოგვადგება
ტრენინგის მიმდინარეობისას.
22 ივნისი, ტრენინინგის მეორე დღე,უფრო დატვირთული და
საინტერესო იყო.ჩვენ გვევალებოდა პროექტის
ბუკლეტის შედგენა. ჯერ გავეცანი ქიმიის ბუკლეტის
ნიმუშს,შემდეგ კი შევქმენი ბუკლეტი ‘’ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება პროექტებით,, და ჩავდე საქაღალდეში; დამხმარე რესურსებში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)